„ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია.

როგორც კობახიძემ დღეს გამაფრთულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.

„ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად. ქალთა ორგანიზაცია ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება შექმნის ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებაში ქალების უფლებების დაცვისა და ინტერესების რეალიზებისათვის",- განაცხადა კობახიძემ.