შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1768644316
მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი ოლქის აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა, მსოფლიო ლიდერებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რუსი პოლიტოლოგი, ალექსეი მალაშენკო წერს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შესაძლოა, ორგვარი გაგრძელება ჰქონდეს.
კრემლმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა და ცოტას თუ გაუკვირდა ეს აღიარება, რადგან პუტინმა ამისთვის ყველა წინასწარ შეამზადა. სხვათა შორის, მისი განცხადება, რომელიც ზუსტად იყო გათვლილი საშუალო რუს ადამიანზე, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ის აუცილებლად მოიპოვებს პოპულარობის დამატებით პროცენტებს. ყოჩაღ, მრჩევლებს!
რა იქნება შემდეგ?
შემდეგ არსებობს ორი ვარიანტი: უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება შექმნის პაუზას - კრემლმა დაიკმაყოფილა თავისი ამბიციები. მან აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს და დროებით დამშვიდდება. პუტინი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და ამით ცოტა ხნით კმაყოფილი დარჩება. შემდგომში ის კიდევ უფრო დიდი თავდაჯერებულობით ისაუბრებს ოპონენტებთან.
მეორე ვარიანტი ის არის, რომ ის უფრო შორს წავა და იქნება ომი, რისიც უმრავლესობას არ სჯერა.
როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოა. პუტინის ამბიციები დაკმაყოფილებულია, მაგრამ მაინც ძალიან საშიშია რისკზე წასვლა, თუნდაც - პუტინისთვის ამბობს ალექსანდრე მალაშენკო.