პროვოკატორი ხარ! დეზერტირების პარტია მორალს მიკითხავს, ფუ თქვენი! - ირაკლი ქადაგიშვილი იაგო ხვიჩიას

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომმა გამოიწვია. ერთმანეთს "ქართული ოცნების" წევრები და "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია დაუპირისპირდნენ.

"ქართული ოცნების" წევრების გაბრაზება მოჰყვა ხვიჩიას განცხადებას, რომელშიც ოპოზიციონერმა უმრავლესობის დეპუტატები და პრემიერ-მინისტრი რუსების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

"პროვოკატორი ხარ! დეზერტირების პარტია მორალს მიკითხავს, ფუ თქვენი რა... შეურაცხყოფა მოგვაყენე! ჩვენ ვართ რუსების მხარეს?", - მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა იაგო ხვიჩიას.

ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" სამარცხვინო პოზიცია აქვს.