პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

,,მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან". 

ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ,,ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება..