პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ანოს“ ლიდერი ანდრეი ბაბიში დანიშნა

ანდრეი ბაბიში

ეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ანოს“ ლიდერი ანდრეი ბაბიში დანიშნა. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობის დანარჩენ წევრებს სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში წარადგენს.

პეტრ პაველის განცხადებით, პარტია „ანოს“ ლიდერის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ამომრჩეველთა ნების შესრულებაა.

მედიის ცნობით, ანდრეი ბაბიში მილიარდერი, „აგროფერტის“ ჰოლდინგის მფლობელია, რომელიც ევროკავშირისგან სუბსიდიებს იღებს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრად მისმა დანიშვნამ შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი შექმნას.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა „ანოს“ ლიდერს არაერთხელ მოუწოდა განეცხადებინა, თუ როგორ აპირებს ამ ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებას. მოგვიანებით კი ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ „აგროფერტის“ მფლობელობას ტრასტს გადასცემდა და ამგვარად, კომპანიასთან საერთო აღარაფერი ექნებოდა.

მედიაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პეტრ პაველი მის პრემიერად დანიშვნას სწორედ ამის შემდეგ დათანხმდა.