პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება

პრეზიდენტი პარლამენტში

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე მოსმენის პროცედურაც დამთავრდება, აღარ გაიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული დებატები და სიტყვით გამოსვლები.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებები სესიაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.

"პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, რომელიც საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს იმართება და გრძელდება დაახლოებით ერთი საათი, რომ შესაძლებელი იყოს სხვა საკითხების განხილვაც და პარლამენტმა საკუთარი დღის წესრიგი გააგრძელოს. მეორე საკითხი, დღევანდელი რეგულაციით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, გათვალისწინებულია ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლა და ეს გამოსვლებიც არ იყოს, არამედ დასრულდეს პრეზიდენტის მოხსენებით. რატომ არის ეს შემოთავაზება? პირველი, ზოგადად პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობასთან, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ყველაზე ცნობილი, ალბათ, მაინც აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა. არცერთ ქვეყანაში არ არის ამის შემდეგ კითხვა-პასუხი, მათ შორის საქართველოში. სხვათა შორის ეს ხშირად იყო ხოლმე, ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტის მოხსენება იყო, კითხვები როდის იქნება, რა კითხვები იქნება და თითქოს რაღაც მოლოდინია, რომ გაიმართოს დებატი... სინამდვილეში არა, სპეციალურად, განზრახ არის ასე, რადგან არსად არ არის ეს. პრეზიდენტი, პირი, რომელიც არ მონაწილეობს ყოველდღიურ მართვაში, ის, მათ შორის, ყოველდღიურ, პარტიულ, პოლიტიკურ დებატსაც უნდა იყოს მოცილებული იმისთვის, რომ ის მხარედ არ იყოს წარმოჩენილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.