პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს მოუსმენენ

parlamenti

დღეს, პარლამენტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მოუსმენენ.

მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული, სადაც თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმაზე ისაუბრებს.

კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.