პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტი ახ

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.

ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი. ასევე, კოდექსის შესაბამის მუხლებში „რექტორის“ ნაცვლად, ჩაიწერება ტერმინი - „მეთაური“.

კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხს ეხება.

კანონპროექტის ავტორია თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.