„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით...“ - „კურიერის“ ექსკლუზივი
1794512278
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც აღნიშნულ კანონპროექტებს განიხილავდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კენჭი ეყარა პირველი მოსმენით კანონპროექტს და ის შემდგომ გადაეგზავნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სწორედ იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება მსჯელობა კანონპროექტზე.
მანამდე კი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც.
ხმაურიანი სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოსთანაც, სადაც რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა.