პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, სლაიდზე, სადაც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა

პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.

პაპუაშვილი მისი პრეზენტაციიდან შემდეგ სლაიდს აზიარებს, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია და წერს, რომ თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს, ამ სლაიდის მიხედვით საქართველო სრულად აღუგავია პირისაგან მიწისა.

„თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა. და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ფაქტობრივად ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.

P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.