პაპუაშვილი: „ენჯეოები“, რომლებიც არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, დონორები, რომლებიც ქმნიან გვერდის ავლის სქემებს, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

პაპუაშვილი

ის „ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, ის დონორები, რომლებიც ცდილობენ და ქმნიან გვერდის ავლის სქემებს, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა კანონის დროებით ღონისძიების გამოყენებაზე, ამათი მან ამავე დროს თქვა, რომ ეს კანონი არის მოქმედი და კანონს უნდა დაემორჩილოთ.

მთელი პარადოქსი იმაშია, რომ საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს „ენჯეოები“ და ის დონორები და დღეს თავად ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონდებლო რეგულაციებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.