ოკუპანტი ფეხებსაც ვერ მოგვჭამს, თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები - ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი

"თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ოკუპანტი ფეხებსაც ვერ მოგვჭამს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

„ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ვართ თავმოყვარე ერი, არა მშიშარა, მხდალი, ან ძმობა და მეგობრობა არ ვიცოდეთ, ანდა ერთმანეთთან დამოკიდებულება გვეშლებოდეს, მათ შორის, იმ ქვეყნებთან, ვინც არის მოძმე ერი. ბომბებს უშენდნენ უკრაინას და ჩვენ ენის მოჩლექით ვწეროთ რეზოლუცია და არ ვახსენოთ ის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას? ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უსაფრთხო ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ძლიერში, დამოუკიდებელში და ისეთში, რომლის ადგილიც არის ცივილიზებულ სამყაროში. არასდროს დავმალულვართ ჩირგვებში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავმოყვარეები და ასე გავაგრძელოთ, მათ შორის თუ გვინდა ცივილიზებული სამყაროსგან მივიღოთ მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

თქვენს სამეზობლოში შვარცნეგერი რომ შემოგივარდეთ, თუ მეზობლები არ დაგეხმარათ, მარტო ხომ ვერ მოერევით?! თუმცა, თუ მეზობლები გვერდში დაგიდგებიან, 10-15 მეზობელი, შვარცნეგერსაც გააგდებ და ზემოდან შეიძლება ჯეკი ჩანიც მიჰყვეს. მეგობრები და ცივილიზებული სამყარო გვჭირდება გვერდით, თორემ თუ დაგვიმარტოხელებს, გვცემს, დაგვჯაბნის კიდევაც, ოკუპაციასაც მოაწყობს, შეურაცხყოფასაც მოგვაყენებს. თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ფეხებსაც ვერ მოგვჭამს. უკრაინას ხომ უდგას მთელი მსოფლიო გვერდით, აბა ვნახოთ ვისი აჯობებს, აბა ვნახოთ, როგორ გააკეთებენ და თუ გააკეთებენ, დინგში მიიღებენ. ამას ბრიტანეთის პრემიერი ამბობს და არა ლევან ხაბეიშვილი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.