„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ვიზიტად მყოფ უნგრეთის სახელმწიფო მდივანს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში ბოგლარკა ილეშს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
"უნგრეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენი იდეოლოგიური პარტნიორია ისეთ საკითხებში, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის ინტერესებს შეეხება.
რამდენიმე საინტერესო შეხვედრა დავგეგმეთ, მათ შორის - ქალი პოლიტიკოსებისა და ქალები დიპლომატიისთვის შეხვედრების ორგანიზება.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ახალი ურთიერთობების კიდევ ერთი დასაწყისი იქნება, რომელსაც როგორც საპარლამენტო, ასევე ქალებისა და ოჯახური ღირებულებების მიმართულებით გავაგრძელებთ უნგრეთთან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ჩაბა მაროშვარი და უნგრეთის ელჩი პეტრა პონევაჩ-პანა