რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტზე, რომელიც დღეს მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორს წარუდგინა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა ეს პროექტი. მოგეხსენებათ, სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სივრცის დაგეგმარების და არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა შესაბამისი ესთეტიკური პარამეტრების დადგენის წესის შემუშავება.
დღეს იყო გაფართოებული შეხვედრა და შედგა ესთეტიკური პარამეტრები. ეს არის საწყისი ეტაპი, რომ ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს შესაბამისი ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები. ეს გულისხმობს ფასადების, სახურავების, ღობეების, მასალების და ფერების დადგენას. ეს სახელმძღვანელო იქნება თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ამ მუნიციპალიტეტებს შემდგომ თვითონვე შეეძლებათ კონკრეტული გადაწყვეტილებებით განახორციელოს ცალკეული აქტებით დამტკიცება. ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რასაც დაეყრდნობა თითოეული მუნიციპალიტეტი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ წესებს სავარაუდოდ წლის ბოლომდე.
„წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ წესებს. 6 თვე იქნება ნებაყოფლობითი ხასიათის ბიზნესისთვის, რათა მოხდეს გადაწყობა. 6 თვე იქნება პერიოდი, რომ ეს წესები იმოქმედებს ნებაყოფლობითად, ხოლო შემდგომ ისინი გახდება სავალდებულო“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.