ნიკოლოზ სამხარაძე: გონჩარენკო ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით - ის არის პროვოკატორი

სამხარაძე

გონჩარენკო ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით - ის არის პროვოკატორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც უკრაინელ კოლეგას, ალექსეი გონჩარენკოს გამოეხმაურა.

„გონჩარენკო ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით, შეგიძლიათ ნახოთ მისი გამოსვლები 2014, 2015 წლებში. ახლაც, როდესაც რაღაც პათეტიკურად მოგვიწოდა ქართველებს, რომ სოხუმში და ცხინვალში წავსულიყავით, მის რუსულ პოსტსა თუ „ტვიტში“ სოხუმი და ცხინვალი აღნიშნული იყო როგორც Сухум და Цхинвали რაც არის ზუსტად რუსული დასახელება. ამიტომ, აქ ნათლად ჩანს მისი აზროვნების კვალი, ის არის პროვოკატორი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.