ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს ეხმიანება.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ხელისუფლებას ენდობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ განწყობას გამოხატავს გამოკითხულთა უმრავლესობა იმ ნაწილშიც, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. ანუ გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.