„ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს - ანრი ოხანაშვილი

ქართული ოცნება

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ იქ თანამდებობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ვიდრე პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლიან, ქართულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„მთელი რიგი შიდა გადაადგილებებია, თუ ვინ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თუმცა ჩვენი საზოგადოებისთვის პოლიტიკური სახეების ცვლილებას შინაარსობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ეს პოლიტიკური ჯგუფი ისევ ორიენტირებულია იმ მიდგომებზე, რა მიდგომებითაც ისინი გამოირჩეოდნენ და რის გამოც ეს ჯგუფი ჩვენმა საზოგადოებამ გადაირჩია. რაც არ უნდა ეცადონ, სხვადასხვა სახეების ჩანაცვლებას, ვიდრე პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლიან, ქართულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ და ვერ ექნებათ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.