შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
"ფაქტობრივად, როდესაც “ნაციონალური მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, შეიძლება, გიორგი გახარიას პარტიასთან გავაიგივოთ, ხოლო როცა გახარიას პარტიაზე ვსაუბრობთ, იქვე “ნაციონალური მოძრაობა“ ვთქვათნა. ნათელია, რომ ეს ორი პარტია რეგიონულ დონეზე ქვეყნის არევასა და ისეთი მოცემულობის შექმნას ცდილობს, რაც კანონის ფარგლებს ცდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
“როგორც არ უნდა გაერთიანდნენ და დაიყონ კანონისათვის გვერდის ავლის მცდელობა და არითმეტიკაზე უარის თქმა, არ გამოუვათ. არ გამოუვათ ჩვენს მოსახლეობასა და პარტნიორებს თვალში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გუშინ სენაკის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის მიუხედავად მაინც ჩატარდა, რაც რეგლამენტით მიღებული არ არის. თვითმმართველ ორგანოში დეპუტატთა მინიმუმ 50% არ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სხდომას სენაკის "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დასწრებიან.