"ნაციონალური მოძრაობის" უსაქმურ დეპუტატებს უნდათ, ის დეპუტატებიც გაიყვანონ პარლამენტიდან, ვინც საქმეს აკეთებს - იოსელიანი

იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებული ბოიკოტით, ამავე პარტიის იმ დეპუტატებს, ვინც არაფერს აკეთებს, სურთ, პარლამენტიდან გაიყოლონ და საპარლამენტო საქმიანობას მოსწყვიტონ ის დეპუტატებიც, რომლებიც საქმით არიან დაკავებულნი.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილი წერილობითი კითხვების რაოდენობით ლიდერობის ნაციონალურ მოძრაობის წევრი ანა წითლიძე, მას მოსდევს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, მესამე და მეოთხე ადგილებს კი ხატია დეკანოიძე და ალექსანდრე ელისაშვილი ინაწილებენ.

 „პარლამენტის წევრის კითხვების მექანიზმი საპარლამენტო ზედამხედველობის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ ერთია. ჩვენი საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“კითხვები ეხებოდა, როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ, აგრეთვე გენდერულ, თავდაცვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" უსაქმურ დეპუტატებს უნდათ, პარლამენტიდან ის დეპუტატებიც გაიყვანონ, რომლებიც საქმით არიან დაკავებულნი, " - აცხადებს იოსელიანი.