„ნაციონალური მოძრაობის“ გამო კანონს ვერ შევცვლით - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

"რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, მერე უარი თქვეს, სიები ჩახსნეს, შალ მირშელის დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთო, მერე მოაწერეს და შემოვიდნენ, ახლა იხვეწებიან სიები აღგვიდგინეთ, პარლამენტში გვინდაო",-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს. პასუხისმგებლობა აიღონ იმ შეცდომაზე, რაც დაუშვეს. ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სიები აღადგინეთო, მოგვიწოდებენ, მათ გამო ჩვენ კანონს ვერ შევცვლით. ეს თავიანთი პრობლემაა, თავიანთი დაუგეგმავი და გაუგებარი არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,“ - განაცხადა ზარქუამ.