ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილის სპონსორი ჯარის ქურდი გახდა.
„ოპოზიციის დიდ ნაწილთან არაფერი მესაქმება. განსაკუთრებით, რაც ოპოზიციის დიდი ნაწილის სპონსორი ჯარის ქურდი გახდა და ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი ადამიანი, პირადად ჩემთვის. ჩემთვის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალები არის, ის რაზედაც ლამის ვლოცულობ ბავშვობიდან.
მე თვითონ ოფიცრობა და სამხედროობა მინდოდა. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე და საფიცარი. კეზერაშვილთან რა მესაქმება? „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ რამეს ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად და აღარ იყოს დღის წესრიგის შემქმნელი.
ეს სივრცე რომ გამოთავისუფლდება ოპოზიციაში, ვისაც იდეები გვაქვს, პრინციპები გვაქვს, იმ ხალხმა ჩვენს თემაზე ვილაპარაკოთ. ამ ეთერშიც სიტყვა ვერ ჩამიკვეხებია ვეტერანებზე. აბა სააკაშვილი, აბა ეს, აბა ის... მე ვეტერანებზე უნდა ვილაპარაკო, ვიღაცამ ეკონომიკაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე... პრობლემა არ გვაქვს? მოსაგვარებელი არ გვაქვს? თუ აყვავებულია და გადადუღებულია ეს ქვეყანა?“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.