VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
"ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არა მხოლოდ პარტიული, არამედ იდეოლოგიური კრიზისი", - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალამ გაცვითა და მოცვითა ყველაფერი, თუ რამე შეეძლო ქვეყნისთვის კონსტრუქციულად დადებითად შეეთავაზებინა და ეს ყველაფერი ძალიან ცხადად გამოჩნდა თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, მათი კრიმინალი ბელადის ჩამობრძანების და იმ პროცესების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. რეალურად პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს ქვემოთაა.
ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისა და საპარლამენტო რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის, უმჯობესია ოპოზიციასთან მქონდეს შესაბამისი პოლიტიკური ბატალიები საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის არჩევანია, რომ არა პოლიტიკური პროცესებით, არამედ ფსევდორევოლუციებით, ფსევდობელადების თაყვანისცემით მიაღწიონ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოში ძალიან ხშირად, 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე დადასტურდა, რომ მათ ეს, ცხადია, არ გამოსდით”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.