1726679270
მუხლებზე უნდა იდგნენ მუხათგვერდზე საფლავებთან, რადგან მათი უთავბოლო პოლიტიკის, უპასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრი ამ ვაჟკაცთაგან დარჩა ბრძოლის ველზე - ბექა ოდიშარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“
მუხლებზე უნდა იდგნენ ამ საფლავებთან, რადგან მათი უთავბოლო პოლიტიკის, უპასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრი ამ ვაჟკაცთაგან დარჩა ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „ქრონიკასთან“ მუხათგვერდის სასაფლაოზე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ცხადია ჩემთვის, რომ უსაშველო მდგომარეობაში არიან ეს [„ნაციონალური მოძრაობა“] წყალწაღებულები. ეკიდებიან ისეთ ხავსს, რომელსაც მათთვის არანაირი შეღავათის მოტანა არ შეუძლია. ეს ჟონგლიორობა, კლოუნადა თარიღებით... მოვიდნენ [სასაფლაოზე] და ყოველ დღე, სცენ პატივი ჭირისუფალს. მუხლებზე უნდა იდგნენ ამ [მუხათგვერდზე] საფლავებთან, რადგან მათი უთავბოლო პოლიტიკის, უპასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრი ამ ვაჟკაცთაგან დარჩა ბრძოლის ველზე. სხვათა შორის მათვე [წინა ხელისუფლების წევრებმა] მიატოვეს ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ოდიშარიამ.