მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება" - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

 მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დღეს პლენარულ სესიაზე გადის. კანონმდებლების მსჯელობის შემდეგ, დოკუმენტი ბოლო შესწორებებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს.

"მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, საჯარო სექტორის იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელია, რომ ხელფასები გაიზარდოს ყოველწლიურად. მოცემულობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები აღიარებენ ეკონომიკურ წინსვლას საქართველოში, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ქვეყნის ჯიბეში ფული იზრდება თუ არა. შემოვა ბიუჯეტი და ნახავს საზოგადოება, რომ არის გაზრდილი, ვიდრე იყო 2025-ში და ასე იქნება ყოველწლიურად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.