„მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა“ - რა შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს

სალომე ბიძინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას ამბობს, რომ მას სურდა „ეროვნული თანხმობის“ პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუმცა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის პოლიტიკაში აღარ არის.

„რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე ძალიან თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია ბოლო წელიწად-ნახევარი გახდა თითქმის, მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი (შერიგების) და შევთავაზე მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ამიტომ ჩვენს საუბარს... არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა.

მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა, რამდენად წინ წავა და თუ დაპირისპირების დუღილის კოეფიციენტი ჩაცხრება, ამის იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მოიტანს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.