1747516646
მოვუწოდებ დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს, პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მოვუწოდებ დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს. - წერს სოციალურ ქსელში მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.