1791316484
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მშვიდობიანად, პრინციპულად და დაუღალავად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი - ნინო ლომჯარია
რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან, 19:00 საათზე დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მოაქვთ. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანად, პრინციპულად და დაუღალავად დააფიქსირონ პროტესტი.
„ეს არის ძალიან გულწრფელი, ბუნებრივი პროტესტი და რეაქცია იმაზე, რაც ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მშვიდობიანად, პრინციპულად და დაუღალავად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ იდენტობა ეს არის ევროპა და ჩვენი არჩევანი ეს არის ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.











