მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ის ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ის ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საქმის მთელი ფაბულა ნინო ბურჯანაძის ძირითადი ჩვენებებია, რომელიც ამბობს, რომ „მე მაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

„ამას მე თვითონ ვიზიარებდი. არჩევნები ჩავატარე და ქართველი ხალხის ყველაზე მაღალი ვერდიქტი მივიღე. გენერალი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე და ხელახლა რომ გაგვეკეთებინა, ასე უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ტელევიზორში ასე ამბობს. და ბოლოს, საუბარია იმაზე, რომ მართალია სააკაშვილს არავისთვის განკარგულება არ მიუცია, მაგრამ ვანო მერაბიშვილს ყურში უჩურჩულებდა. მართალია, ვანო მერაბიშვილი ამას უარყოფს, მაგრამ ვიღაც სამხედროები ამბობენ და ეს დამამტკიცებელია.

ხალხნო, შეიძლება სააკაშვილი არ მოგწონდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყანა ჩალით დახურული არ არის. მე ახლა მიუნხენის კონფერენციას ვუყურებდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი იმიტომ, რომ ჩემს მოწვევას აპირებდნენ, ვამაყობ პრეზიდენტ ზელენსკის იქ გამოსვლით. როცა ამ კონფერენციაზე დავდიოდი, დაახლოებით 14-ჯერ ვარ ნამყოფი, ბოლოს წინაზე დედაჩემთან ერთად ვიყავით, ორივე ვმონაწილეობდით, იქ რიგი დგებოდა ხოლმე ჩემთან წამყვანი დასავლეთის ლიდერების, რომლებთაც შეხვედრა, აზრის გაზიარება უნდოდათ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და ა.შ. ეს ამ საქმეს ეხება იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ასე მიიღებოდა იმიტომ, რომ 7 ნოემბერი იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

✕