ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1776628283
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება, ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. ახლა ერთობის დროა, ახლა ეროვნული ინტერესები ყველა პარტიაზე მაღლა დგას!
შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ქართველ ხალხს შეგვიძლია ერთად დგომა ქვეყნისთვის და მეგობრებისთვის“,- წერს მამუკა ხაზარაძე.