მინსკი „პატივისცემით" ეკიდება რუსეთის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას

ლუკაშენკო

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „პატივისცემითა და გაგებით" ეკიდებიან რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზულად ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიებზე.

„ჩვენ პატივისცემითა და გაგებით ვიღებთ რუსული მხარის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზულად ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ბელორუსული მხარე თავის შემდგომ ქმედებებში აპირებს ამოვიდეს ყველა მხარის კეთილსინდისიერი დამოკიდებულების პრინციპებიდან, რომელიც საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ეხება, ასევე, მოძმე რუსეთთან სტრატეგიული ალიანსიდან და გაითვალისწინოს ვითარების შემდგომი განვითარება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.