მგონი დროა, ქუჩაში გავიდეთ და იქ დავიცვათ საქართველო შინაური და გარეული ღორებისაგან! - ხათუნა ხოფერია

ხოფერია

„ასეთი ხელისუფლებით საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ვეღარ იქნება“ - უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ანატოლი გრიცენკოს ამ განცხადებას ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ეხმაურება.

„შენ სამშობლოში ხალხი რომ იხოცება! რუსეთს რომ აქვს ოკუპირებული თითქმის ყველა ქალაქი! სტრატეგიულ ობიექტებს რუსები რომ აკონტროლებენ, ან სულაც აფეთქებენ! მშვიდობიან მოსახლეობას იარაღს რომ დაურიგებ და აიფარებ! კიევის მოსახლეობის ევაკუაციას მე4 დღეს რომ დაიწყებ! .. შენ ჩემ ხელისუფლებაზე როგორ ლაპარაკობ, შე რეგვენო! შე პროვოკატორო! შე უკრაინელი ხალხის სისხლით გაბერილო! შე არაკაცო! შენს პრემიერ მინისტრს მიხედე! მიშას შნირი რომ არის და იმის ნაცვლად იარაღი ეკავოს ხელში, საქართველოს უწყობს პროვოკაციებს!

მგონი დროა, ქუჩაში გავიდეთ და იქ დავიცვათ საქართველო შინაური და გარეული ღორებისაგან!“, - წერს ხოფერია.