მერაბიშვილი დაეტიოს სახლში, მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ - საბა ბუაძე

ბუაძე VS მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? მერაბიშვილმა მოკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს „ლელოს" ფრაქციის ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არის „ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა’.

“რამდენადაც ვიცი, ეს არ არის ხელისუფლებაზე წნეხის განმახორციელების აქცია, არის უკრაინის სოლიდარობის აქცია. უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია სიტყვითაც და საქმითაც. ამიტომ, ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? - მერაბიშვილმა მოიკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში. მე მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ის არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა.

ვანო მერაბიშვილი, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ის არის კარიკატურული პერსონაჟი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ გააჩნია“,- განაცხადა ბუაძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგაშო პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარტია საკუთარი მხარდამჭერების 1%-ის მობილიზებასაც ვერ ახერხებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგაშო პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილზე მიწევს საუბარი. ამით „ქართულ ოცნებას“ ვერ მოვუგებთ. ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება შინაარსზე,“-განაცხადა ბუაძემ.

✕