დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
„ნაციონალურ მოძრაობაში ოდიოზური ფიგურების გამოჩენას არ მივესალმები, მე თუ ოდესმე ნიკა მელიას დავიცავდი, არ მეგონა“. - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში - „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“
ამ შაპიტოს ხელმძღვანელმა, ხაბეიშვილს ვგულისხმობ, ერთი ხელის მოსმით ქუჩაში გაუშვა ის ადამიანები, ვინც ეს პარტია შექმნა და რაიმე წვლილი მიუძღოდა. ნაციონალური მოძრაობა უკვე არის წარსული და ის იშლება. დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც გვემუქრებიან, დაგიჭერთ, ჩვენ რომ ხელიუფლებაში მოვალთ... მელია არ იძახდა ამას ხმამაღლა“. - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
„სიკვდილისთვის ყველა ადამიანი მეცოდება და მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ ქალბატონმა გიულიმაც თქვა, რომ ჩემი შვილი იყო შეცდომაში შეყვანილი, როცა საქართველოში ჩამოვიდაო. დღეს რასაც ეს პარტია აკეთებს, მას აზიანებს. მიშას ჯანმრთელობა არ აინტერესებთ. მათ გაინაწილეს სკამებ. სირცხვილია, აქციაზე გამოსული 15-20 კაცი. ვსვამ კითხვას, რატომ მოიშორეს მაშინ ნიკა მელია? მას უფრო მეტი ადამიანი გამოჰყავდა, ვიდრე ამ შაპიტოს კლოუნს“ - თქვა დავით ოქიტაშვილმა.