ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1762977761
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე PACE-ს წევრებთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში მაია ბითაძე ამბობს, რომ PACE-ს წევრებს ნათლად განემარტათ ის მიზეზები, რის გამოც საქართველო საპარლამენტო ასამბლეაში არ მონაწილეობს.
"მე პირადად, რა შეხვედრებსაც დავსწრებივარ, გინდა საქართველოში, გინდა საზღვრებს მიღმა, ძალიან ხშირად არის, როდესაც მეორე მხარის დელეგაციის ნაწილი აბსოლუტურად იზიარებს და უფრო მეტიც, ბევრს ამბობს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიანი მიდგომა სულ უფრო მეტად იკვეთება. თუმცა, ამ შემთხვევაში, PACE-თან შეხვედრა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ აწარმოა კოლეგებთან ერთად, ეს იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული შეხვედრა, სადაც როგორც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან მოვისმინეთ, PACE-ს კიდევ ერთხელ განემარტა: პირველი ის, რომ მიზეზი, რისთვისაც საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვა, იყო ის უტოპიური და სამარცხვინო მოთხოვნა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დაუყენა იქაური რადიკალების მოთხოვნით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაგვეტარებინა. ეს არის სამარცხვინო, როდესაც ორგანო, რომელიც ადამიანის უფლების დაცვის მიზნით არის შექმნილი, მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უგულებელყოს მილიონ 200 ათასი ადამიანის მოთხოვნა და ხელისუფლებაში დააბრუნოს ის ძალა, რომელმაც კინაღამ დაღუპა ეს ქვეყანა.
ბუნებრივია, ჩვენ ევროსაბჭოს წევრები ვრჩებით, ასევე ვრჩებით ერთგული ყველა იმ პრინციპებისა, განსხვავებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა, რომელმაც სამარცხვინო და მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა", - აცხადებს მაია ბითაძე.