1779611904
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა. მანვე აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში ახალგაზრდების მიერ დასახელდა.
„ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის, შესაბამისად, განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ აქ ვხედავთ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც არიან დაინტერესებულები, რომ გაგვიზიარონ სხვადასხვა მოსაზრებები, ასევე, გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მათ რეგიონში აქვთ. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს დღევანდელი შეხვედრაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში დასახელდა ახალგაზრდების მიერ“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.












