,,იქნება ყინვა”- გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი
1762927445
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ვიკა ფილფანმა ეკონომიკის მინისტრს სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდასთან აკავშირებდათ დაუსვა კითხვა და განმარტება მოითხოვა, რის საფუძველზე გაიზარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა.
"2021 წლის იანვარში, საარსებო შემწეობის დახმარებას იღებდა 532 000 ადამიანი. დღეს, 2025 წლის ოქტომბერში, ეს რიცხვი არის 708 000 ადამიანი. ანუ, თქვენი მმართველობის ბოლო 4 წელიწადში, ქვეყანას 170 000 გაღარიბებული ადამიანი და მოქალაქე შეემატა. მაინტერესებს, 170 000 ადამიანი ბოლო 4 წელიწადში გაღარიბდა? თუ კი, მაშინ ეკონომიკური ზრდა რაში გამოიხატება?", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
მინისტრის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ადამიანების ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, მოქალაქეების შეფასების კრიტერიუმი, ბავშვების დახმარების შემთხვევაში სიაში მთელი ოჯახი შედის, რაც ასევე ზრდის რაოდენობას და ამასთან, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი მათი სიიდან ამოღება არ ხდება, რაც ასევე რაოდენობაზე ახდენს გავლენას.
"შეფასების კრიტერიუმი, რომელიც იყო 100 000 ქულამდე, გახდა 120 000 ქულა და ბუნებრივი ამოიცვა უფრო მეტი ადამიანი ვიდრე აქამდე იყო. გარდა ამისა, ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა იყო ბავშვების დახმარების კუთხით, ყოველთვიური 200 ლარის ოდენობით, თუმცა მთლიან ბაზაში ისახება არ მხოლოდ კონკრეტული ბავშვი, არამედ მთელი ოჯახი და შესაბამისად, რაოდენობრივ ნაწილში ზრდა იყო. გარდა ამისა, მეორე გადაწყვეტილება, რომელიც სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში სახელმწიფომ მიიღო იყოს ის, რომ ადამიანი, რომელი იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ის დაიწყებდა მუშაობას, არ მოხდებოდა მისი ამოღება ამ ბაზიდან, გარკვეულწილად სტიმული, რომ ყოფილიყო ამ ადამიანებისთვის სამუშაოს დაწყების", - განაცხადა მინისტრმა.