ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472
მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდა და ჩვენ ამის ორი ნათელი მაგალითი ვნახეთ, როგორც პარლამენტს გარეთ, ასევე პარლამენტს შიგნით, მაინც არაადეკვატურად შეიძლება შეფასდეს ის მოქმედებები და განცხადებები, რომელიც მან დაკავების შემდეგ სასამართლოზე გააკეთა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და არ გადაწვა სასამართლოს კანცელარია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი ამოვარდა რადიკალური ოპოზიციის და მათი დამფინანსებლების დღის წესრიგიდან.
„„ლელო“ და მისი პარტნიორი პარტია ალეკო ელისაშვილის პარტიით წარმოდგენილი არის „ალდეს“ პარტიის ოჯახის წევრად. ის, რომ „ალდეც“ აკეთებს აქტიურ განცხადებებს თითქოს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით და არაფერს ამბობს ალეკო ელისაშვილის ტერორისტულ ქმედებებთან დაკავშირებით, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი იყო ალეკო ელისაშვილის ქმედების გადასაფარად.
ადრე თუ გვიან ეს BBC-ის სიუჟეტი მაინც იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის დღის წესრიგში საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიცაა წყალქვეშა კაბელის თემა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში. ამაზე არავინ საუბრობს და დღის წესრიგში განხილვის საგანი აქვთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აბსურდთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.