კვიპროსში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1762971651
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეფასება, რომ უკრაინას საუკეთესო პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით, უსამართლოა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით ხოლმე უკრაინის კრიტიკას, მით უმეტეს, ქვეყნის, რომელიც ომშია, თუმცა როცა ვხედავთ ევროკომისიის ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას, როდესაც თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია და თურმე ევროინტეგრაციის გზაზე საუკეთესო პროგრესი აქვს, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის მიუღებელია. ნამდვილად დასანანია, უკრაინელი ხალხი ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ამ ტიპის ხელისუფლებას თუ დამოკიდებულებებს“, - განაცხადა მახაშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა.