„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთ აბსურდში არის გადასული, რათა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ინტერესები დააკმაყოფილოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ BBC-ის სამართლებრივ ბრძოლას გამოუცხადებს, იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილოს.
„ისევე როგორც შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია შეილახა იმის გამო, რომ ჩვენზე და კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა გაძლიერებულიყო, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ანალოგიური ხდება უკვე მედია სივრცეშიც. ამას ასე არ დავტოვებთ, ვაპირებთ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოვუცხადოთ BBC-ის, რათა მხილებული იყოს, თუ როგორი დეზინფორმაცია გაავრცელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.