ლატვია მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, პირველ რიგში მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ეგილს ლევიტსი

ეგილს ლევიტსი

მივესალმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კანონპროექტის გაწვევაზე, რადგან ვფიქრობ, ის შეუთავსებელი იყო ევროკავშირის ღირებულებებთან, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„თუკი საქართველოს აქვს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ ყველა პოლიტიკური წინაპირობა უნდა შესრულდეს. ასევე, რთული სათქმელია, რამდენად უპასუხებდა ეს კანონპროექტი კანონის უზენაესობის პირობებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მისი უკან გაწვევა კარგი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ეს იყო მცირე ინციდენტი კანდიდატობისკენ მიმავალ გზაზე. ლატვია მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, პირველ რიგში მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.