ლაშა ტალახაძემ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ლაშა ტალახაძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა საჩხერის 50-ე ოლქში. სხვიტორის 39ე უბანზე მისცა.

ტალახაძემ აღნიშნა, რომ ხმა მისცა მშვიდობას, ერთობას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას მისცა. მან ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

საჩხერეში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. სხვიტორის 39-ე უბანი ზუსტად 08:00 ყველა პროცედურის დაცვით გაიხსნა. ხმის მიცემას აქ მოქალაქეები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ, უბანზე 1052 ამომრჩეველია რეგისტრირებული და უამინდობის მიუხედავად აქტივობა დილიდანვე მაღალია.