ლადო მგალობლიშვილი - 2010 წელს „ნაცმოძრაობის“ ფასადურმა მთავრობამ ფასადის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ქალაქის მთავარი მოედნის ნაწილი 1 ლარად გაყიდა

lado mgaloblishvili

2010 წელს ნაცმოძრაობის ფასადურმა მთავრობამ ფასადის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ქალაქის მთავარი მოედნის ნაწილი 1 ლარად გაყიდა - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლევან ვარშალომიძე და გიორგი კირთაძე მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ქალაქის მთავარი მოედნის გასხვისებისთვის.

„2010 წელს ნაცმოძრაობის ფასადურმა მთავრობამ ფასადის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ქალაქის მთავარი მოედნის ნაწილი 1 ლარად გაყიდა - ბათუმელებისთვის ალბათ უსიამოვნო ინფორმაცია იქნება რომ ერას მოედნის ნაწილი კერძო საკუთრებაა. ლევან ვარშალომიძე და გიორგი კირთაძე მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ქალაქის მთავარი მოედნის გასხვისებისთვის. დარწმუნებული ვარ ბათუმელები არასდროს დაუშვებენ ქალაქის მთავარი მოედნის გამყიდველებმა ილაპარკონ ბათუმის სახელით“ - წერს ლადო მგალობლიშვილი Facebook-ზე.