VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფეისბუკის ადმინისტრაციაში საჩივრების მეშვეობით მისი პირადი გვერდიდან გამოკითხვა წაშალა.
„ძვირფასო მეგობრებო, გამოკითხვა რომელიც ამ გვერდზე იდო ჩემი პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე და სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა შესვლის პოზიციას წაშლილია „ქართული ოცნებისა“ და სპეცსამსახურთა ე.წ საჩივრებით ფეისბუკის ადმინისტრაციაში.
ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ჰქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო. აბა ახლა ესენი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს, როცა სოციალური ქსელიდან „ფეისბუკ“ გამოკითხვაც კი გააქრეს“, - წერს შალვა ნათელაშვილი.