1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი "ლელოსა" და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივებზე საუბრობს. "დღის კურიერის" ეთერში მან თქვა, რომ ორივე მათგანი "პატარა პოლიტიკური ურჩხულია".
"ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ის არის, რომ ივანიშვილის გუშინწინდელი, შემზარავი განცხადება, რომელიც მან გააკეთა ბოდიშთან დაკავშირებით... ჩემთვის არის დიდი პოლიტიკური ურჩხული და ესენი არიან პატარა პოლიტიკური ურჩხულები. გახარია-ხაზარაძეს ვგულისხმობ. მე ყოველთვის ვიშველიებ ხოლმე მათსავე ნამოქმედარს ან გამოსვლებს. დავიწყებ გახარიათი; პასუხგაუცემელია თვალების დათხრის თემა. ის ამბობს, რომ მე გამიკეთეს ესო, მაგრამ პირველ პირად წავიდა თვალების დათხრის შემდეგ. ვიღაცას თუ არ მოსწონდა 26 მაისი, 7 ნოემბერი, მე არ მომწონს თვალების დათხრა, ამ ბავშვებისა და კაცების თვალები განსხვავდება სხვა პერიოდის თვალების დათხრისგან?" – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
მისივე თქმით, "ლელოს" და გახარიას პარტიას არჩევნებზე გასვლის შანსი არ აქვს. მისი თქმით, გაერთიანების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ მათ "ქულები საერთოდ დაკარგონ კიდეც".
"საქართველოს ხელში უჭირავს ჰააგის რეზოლუცია, სადაც წერია, რომ 2008 წლის ომში საქართველო არის მსხვერპლი და სააკაშვილი იყო მსხვერპლი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ უპასუხა ბიძინა ივანიშვილს. ყველა ველოდებოდით, რომ რაღაც განცხადებას გააკეთებდა, იმიტომ, რომ თავად ზუსტად ასეთივე განცხადება აქვს გაკეთებული, რის გამოც, მე მას ყოველთვის ვუბრაზდებოდი. უბრალოდ, გამიხარდა, ბოლო დროს რომ ნაბიჯი გადადგა, თუმცა ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი... იმიტომ, რომ თუ გაერთიანებაზე იწყებს საუბარს რომელიმე ძალა ან პრეზიდენტი, მაშინ მან უნდა მოუწოდოს ყველას დიდი გაერთიანებისკენ. შენთვის თუ ერთი თვალთხარია მისაღებია, ხოლო წარსულში ვიღაცის დარბეული მიტინგი არ არის მისაღები, ეს არის მართალი, ეს სიყალბეა,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.