ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა

დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა.

ამის შესახებ  პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა.