ხალხი სულ დევნილის სტატუსის ქვეშ როგორ უნდა იყოს და სულ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ, უდიდეს უმრავლესობას დასახმარებელი არაფერი სჭირს - გავისტუმროთ ამ ხალხის ვალი- იაგო ხვიჩია 

„გირჩის“ ლიდერი

„სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს და მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს, არასამართლიანია - ეს ხალხი სულ დევნილის სტიგმის ქვეშ იქნება. მინდა, ეს ხალხი გამოვიდეს აქედან“- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დევნილების პრობლემებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილებს აფხაზეთში საკუთრების რეგისტრაციის და გასხვისების უფლება უნდა მიეცეთ. მისი თქმით, დევნილების უდიდეს უმრავლესობას „დასახმარებელი არაფერი სჭირს“.

„მართლა შეთანხმება თუ გინდა ადამიანებთან, წინადადებით უნდა მიხვიდე, გირეგისტრირებ შენს სახლს იქ; შეიძლება იქაც გაიყიდოს, გაძლევ ამის გასხვისების უფლებას. მე არ ვიცი, იქ რა ვაჭრობა, რაღაცა მიდის, მაგრამ მე გაძლევ ამის უფლებას და პარალელურად რითაც შემიძლია - აგერ, მიწის ფართი გინდა, მინიმალური აშენება... გავისტუმროთ ამ ხალხის ვალი. ჩვენ ხომ ახლა საერთოდ სხვა ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ არაფერი არ დაგვიშავებია იმ ომში. დღეს ფიზიკურად ვამბობთ, რომ სულ როგორ უნდა იყოს ეს ხალხი დევნილის სტატუსის ქვეშ და სულ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენ. უბრალოდ ყველა მხარისთვის შეურაცხმყოფელია, არაფერი არ სჭირს მათ უდიდეს უმრავლესობას დასახმარებელი.

ეს ხალხი მინდა იყოს ჩემნაირი საქართველოს მოქალაქე. მეც ვარ ჩამოსული სამეგრელოდან რაღაც ასაკში. ის ადამიანებიც რაღაც ასაკში ჩამოვიდნენ თბილისში. რადგან ჩემსავით თავიანთი ნებით ამ ჩამოსულან, რითაც შეგვიძლია, რა უძრავი ქონებაც აქ გვაქვს და გვაქვს უამრავი უძრავი ქონება, ამ ხალხს გამოვუყოთ, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ და აღარ ვეძახოთ დევნილები და ასევე მივცეთ საშუალება საკუთარი ქონების, რომელიც ჰქონდათ იქ, რომელიც იძულებით წაართვეს, ჩვენც კი ნუ ვართმევთ, ჩვენ დავეხმაროთ, რომ მსოფლიოს აჩვენოს, აფხაზეთში მას ქონება აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.