5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
„კვირას“ პრესკლუბში გოგა ხაინდრავამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შიდა თუ გარე ძალები პირდაპირ ცდილობენ, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიონ. მისი თქმით, რადას დეპუტატ გონჩარენკოს მოწოდება, იარაღით ხელში აღადგინოს საქართველომ სამართლიანობა, ამის პირდაპირი დასტურია.
„ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ეგრედწოდებული ენჯეოები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ, ყველანაირად ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში, ყველა ხერხით ცდილობენ, საქართველოს გარშემო შექმნან ისეთი განწყობა, თითქოს ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთს, არის უკრაინის წინააღმდეგ განწყობილი. მე მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. დაიწყო თუ არა სამხედრო მოქმედება, ვინმე გონჩარენკო, რომელიც არის რადას დეპუტატი, ქართველებს მოგვმართა და თქვა, რომ მოვიდა დრო, ქართველებმა ხელში აიღოთ იარაღიდა აღადგინოთ სამართლიანობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს განცხადება და გონჩარენკო გახდა ვარსკვლავი ოპოზიციურ ტელეარხებზე, დღედაღამე ტრიალებდა მისი სიტყვები, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ხალხს, რომ დაიწყოს ომი საქართველოს ტერიტორიაზე. ყველას კარგად გვესმის რა პასუხი იქნებოდა ამაზე რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ხაინდრავამ.