1734086254
კარვების მოწყობა, გვარამიას ლიდერობა ა.შ. ეს ყველაფერი არის მართული იმისთვის, რომ ხალხი დაშალო და თან თქვა, რომ ხარ ოპოზიციონერი, იბრძვი, მაგრამ ხალხი არ აგყვა - იაგო ხვიჩია
ჯერ 7-ზე გეტყვით, მერე 8-ზე გეტყვით, მერე ორშაბათს გამოიარეთ და გეტყვით... კარვების მოწყობა, გვარამიას ლიდერობა ა.შ. ეს ყველაფერი არის მართული იმისთვის, რომ ხალხი დაშალო და თან თქვა, რომ ხარ ოპოზიციონერი, იბრძვი, მაგრამ ხალხი არ აგყვა," - ეს განცხადება პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა, რომელთაც თქვეს, რომ გეგმას ორშაბათს წარადგენენ.
იაგო ხვიჩიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი დაშალონ.
"ქოცები და დანარჩენი ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთად გეგმავენ ე.წ. ფეიკ რევოლუციას, სადაც ადამიანებს მოუწოდებენ, შარში გახვევენ რაღაცაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეთანხმებულია, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდეს. ჯერ 7-ზე გეტყვით, მერე 8-ზე გეტყვით, მერე ორშაბათს გამოიარეთ და გეტყვით... კარვების მოწყობა, გვარამიას ლიდერობა ა.შ. ეს ყველაფერი არის მართული იმისთვის, რომ ხალხი დაშალო და თან თქვა, რომ ხარ ოპოზიციონერი, იბრძვი, მაგრამ ხალხი არ აგყვა. სინამდვილეში, არც უნდა აგყვეს, იმიტომ, რომ ხალხი გრძნობს, რომ შენ არანაირი ბრძოლა არ გინდა, შენ გინდა, რომ პარლამენტში რამენაირად შეხვიდე, ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს", - ამბობს იაგო ხვიჩია.