„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
კანონმდებლობა არ განასხვავებს, დაზარალებული საჯარო ფიგურაა თუ არა, შესაბამისად, ნებისმიერი პირის მიმართ განხორციელებული ქმედება შეიძლება შეფასდეს კანონის ფარგლებში, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
როგორც ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, საჯარო სივრცეში სიძულვილისა და შეურაცხყოფის გამოხატვის ფაქტებზე რეაგირება მსხვერპლის საჩივრის გარეშეც მოხდება. ამას შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ახალი სამმართველო პროაქტიულად გამოავლენს. სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლსაც სამმართველო დაიცავს.
"კანონი არ ასხვავებს ერთმანეთისგან, რომ ეს მაინც და მაინც საჯარო ფიგურა უნდა იყოს და მასზე თავდასხმა ისჯება. საჯარო ფიგურა თუ არის და ვთქვათ, 173-16 მუხლის რეგულირების სფეროში ჯდება, ის ცალკე ქმედებაა, მაგრამ წვრილმან ხულიგნობას დაზარალებული შეიძლება ნებისმიერი მხარე ჰყავდეს.
ახალი სამმართველო იმუშავებს იმ საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში, რომელიც აქამდეც მოქმედებდა. შეფასდება, ხომ არ ჯდება ეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილში იმიტომ, რომ ზუსტად უნდა გაივლოს ზღვარი, სად გადადის უკვე კანონით აკრძალულ ქმედებაში.
თუ ეს ფაქტები დადასტურდება, სამმართველოს თანამშრომლები მოამზადებენ საკმარის დოკუმენტაციას იმისთვის, რაც აუცილებელია, რომ სასამართლოში იქნეს გადაგზავნილი“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.