„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თავის შეხედულებებს გაუზიარებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა“ და „პასუხისმგებლობით გადაბარებაზე“ თავის ერთგულებას გამოუხატავს და ამასთან, მნიშვნელოვან შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თავის შეხედულებებს გაუზიარებს.
„პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, აუხსნას პრეზიდენტ ტრამპს, თუ როგორ ხედავს სხვადასხვა საკითხს, რა მდგომარეობაა ახლა და როგორ აპირებს ამ საკითხების გადაჭრას თანამდებობაზე ყოფნისას“, – განაცხადა სალივანმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში
ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ბაიდენსა და ტრამპს შორის საუბარი უკრაინის დახმარების საკითხსაც შეეხება.
„ჩვენი მიდგომა იგივე რჩება, რაც იყო ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც გულისხმობს უკრაინის დაყენებას ბრძოლის ველზე ყველაზე ძლიერ პოზიციაზე. უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, როდის და როგორ მივა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა სალივანმა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019